ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარის თქმით, ირანს აქვს "სტრატეგიული გეგმა" ისრაელის გასანადგურებლად. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა.
"ირანს აქვს სტრატეგიული გეგმა ისრაელის გასანადგურებლად. ისრაელი ვერ და არ მიიღებს განადგურების მუქარას!". - დაწერა საარმა პლატფორმა X-ზე.
მის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ირანზე ისრაელის თავდასხმა "ირანის ბირთვული პროგრამისთვის კრიტიკულ ეტაპზე მოხდა და ის ასევე მიზნად ისახავდა ირანის მხრიდან დამატებითი სარაკეტო და და პროქსი თავდასხმების მყისიერი საფრთხის აღკვეთას".
საარის თქმით, თავდასხმის გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, როგორც "უკიდურესი აუცილებლობის ზომა".
Iran has a strategic plan to eliminate Israel. Israel cannot and will not accept the threat of extermination!
— Gideon Sa'ar | גדעון סער (@gidonsaar) June 18, 2025
My letter to the UN Security Council, exposing Iran's malign plans to annihilate Israel -> pic.twitter.com/cd06qGPygL