ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანში არსებულ ცენტრიფუგებისა და სარაკეტო წარმოების ობიექტებზე იერიშები მიიტანეს
"50-ზე მეტმა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელმა, დაზვერვის განყოფილებიდან მიღებული ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე ბოლო საათებში დაასრულა დარტყმების სერია თეირანის რაიონში სამხედრო ობიექტებზე". - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებაში.
მანამდე IDF-მა თეირანის მოსახლეობისთვის გაფრთხილება გამოსცა, რომელშიც ქალაქის მე-18 რაიონში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა ამ ტერიტორიაზე ირანული სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ისრაელის მხრიდან მოსალოდნელი ოპერაციებიდან გამომდინარე.
ამასთანავე, დაზვერვის ღია წყაროები წერენ, რომ თეირანის მახლობლად ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ხოჯირის ბალისტიკური რაკეტების საწარმოზე, რაც ერთ-ერთ უდიდესია ქვეყანაში.