ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ბრალდებებს, რომ ისრაელმა ღაზაში საავადმყოფო აფააფეთქა, "სისხლიანი ცილისწამება" უწოდა.
"ისლამური ჯიჰადის რაკეტამ მრავალი პალესტინელი მოკლა ღაზას საავადმყოფოში - ადგილი, სადაც სიცოცხლეები უნდა გადაერჩინათ," - წერს ჰერცოგი ტვიტერზე.
"სირცხვილი მედიას, რომელიც იმეორებს ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ტყუილს - 21-ე საუკუნის სისხლიან ცილისწამებას ავრცელებს მთელს მსოფლიოში. სირცხვილი ღაზაში ბოროტ ტერორისტებს, რომლებიც განზრახ ღვრიან უდანაშაულო ადამიანების სისხლს," - თქვა მან.
"აქამდე არასოდეს ყოფილა არჩევანი ასე ნათელი. ისრაელი დგას ბოროტებისგან შექმნილი მტრის წინააღმდეგ. თუ თქვენ იცავთ ჰუმანურობას - ყველა ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას - თქვენ დგახართ ისრაელის გვერდით." - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის ბაპტისტური საავადმყოფო დაიბობმა, რასაც ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების ცნობით, 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საავადმყოფო ისლამური ჯიჰადის მიერ გასროლილი რაკეტით აფეთქდა, ხოლო პალესტინური მხარე ჰოსპიტლის დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს.