არსებული ინფორმაციით, ირანმა 100-ზე მეტი  ბალისტიკური საბრძოლო მასალა გამოიყენა ისრაელის მიმართულებით. გააქტიურებულია ხმოვანი სიგნალი და რკინის გუმბათები.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელის არმიამ გასცა დირექტივა ქვეყნის ცენტრის მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის თელ-ავივის მაცხოვრებლებისთვის, დარჩნენ თავშესაფრებში და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.