ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშები განაახლა. როგორც „ცახალის“ მეთაურობა აცხადებს, მათი სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებია. 

მანამდე მხარეებს ეგვიპტის შუამავლობით რამდენიმე საათით ცეცხლი ჰქონდათ შეწყვეტილი.

ვითარება ისრაელსა და პალესტინურ ანკლავს შორის 2 დღის წინ დაიძაბა. დაღუპულია 21 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს. 3 რაკეტა დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა. რაკეტების დიდი ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.