ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ Reuters ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცზე დაყრდნობით იუწყება.

"ირანში დარტყმების ინტენსივობა იზრდება. ღამით ირანის დაზვერვის მინისტრის, ხატიბის ლიკვიდაციაც განხორციელდა", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს "მნიშვნელოვანი სიურპრიზებია" მოსალოდნელი.

"დღეს, ყველა არენაზე მნიშვნელოვანი სიურპრიზებია მოსალოდნელი, რაც ლიბანში ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ჩვენს მიერ წარმოებული ომის ესკალაციას გამოიწვევს", - განაცხადა ისრაელ კაცმა.

ესმაილ ხატიბის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ირანულ მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია.