ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ ირანში იერიშის შედეგად მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული "ბასიჯის" დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი.

IDF-ის განცხადებით, თეირანში სოლეიმანზე, რომელიც თანამდებობას ექვსი წელი იკავებდა, ზუსტი იერიშის მიტანა სამხედრო დაზვერვის ზუსტი ინფორმაციის წყალობით გახდა შესაძლებელი.

"ბასიჯის ძალები ირანის ტერორისტული რეჟიმის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი არიან. ირანში შიდა საპროტესტო აქციებისას და, კონკრეტულად, ბოლო პერიოდში მათი ესკალაციის დროს ბასიჯის ძალები, სოლეიმანის მეთაურობის ქვეშ, უძღვებოდნენ მთავარ დარბევით ოპერაციებს, მათ შორის, სასტიკ ძალადობას, მასშტაბურ დაკავებებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას." - წერს ისრაელის არმია.