ამერიკაში, სოციალურ ქსელებში გავრცელდა პატარძლის ფოტო, რომლის კაბაც საცურაო კოსტუმს ჰგავს. ამან ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა და ცხარე განხილვები გამოიწვია.
ფოტო და ვიდეო მასალა კი თავად ამერიკელმა ქალმა გაავრცელა თავის ფეისბუქ გვერდზე. კაბა ბრჭყვიალა ატრიბუტებით არის მორთული. ქორწილის პირველი ნახევრისთვის მასზე შლეიფი იქნება მიმაგრებული, რომელსაც შემდეგ მოიხსნის. ვიდეო ავტორმა გააზიარა ჯგუფში სახელად That's It, I'm Wedding Shaming, სწორედ იქიდან გავრცელდა ვიდეო და გახდა ცხარე განხილვის საგანი. https://www.youtube.com/watch?v=h_8AtbSawxA