ჰორმუზის სრუტეში, მსოფლიო ნავთობტრანსპორტირების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ წერტილში ინციდენტი მოხდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ორი კომერციული ნავთობტანკერის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

შემთხვევის შედეგად ტანკერები მნიშვნელოვნად დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი. არიან დაშავებულები ეკიპაჟის წევრებს შორის, რომელთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმა მოხდა სრუტის იმ სექტორში, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებისთვის უმნიშვნელოვანეს არტერიას წარმოადგენს.

ოფიციალური თეირანი მომხდარს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია, თუმცა რეგიონში მყოფი საერთაშორისო საზღვაო კოალიციის ძალები მომხდარს "აგრესიულ და პროვოკაციულ აქტად" აფასებენ.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასმა მკვეთრი მატება დაიწყო, რადგან ტრეიდერები ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ან უსაფრთხოების რისკების ზრდას ელოდებიან.

საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოები უკვე მოუწოდებენ რეგიონში მყოფ სხვა სავაჭრო გემებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეცვალონ მარშრუტი. ინციდენტი კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში.