ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ნავთობის საწყობებზე თავდასხმები „ჰაერში სახიფათო და ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს“, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.

ამასთან, ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თავდასხმის შემდეგ დამწვარი ობიექტები.

ღამით ისრაელმა ირანში ნავთობის გადამამუშავებელ რამდენიმე ქარხანაზე მიიტანა იერიში.

ერთ-ერთი სამიზნე დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შაჰრანის ნავთობის საწყობი იყო.