ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები Iribnews-ი და Tasnimnews-ი იუწყებიან.
მიტინგში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მსგავსი მიტინგები ქვეყნის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გაიმართა.
ამერიკელები „დაუვიწყარ გაკვეთილს მიღებენ“, თუ ირანს თავს დაესხმებიან, განაცხადა ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, მთავრობის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
„მე ვეუბნები მბოდავ და ამპარტავან ამერიკელ პრეზიდენტს: ჩვენ, ირანის ხალხი, გეუბნებით იმავეს, რაც ჩვენმა ძვირფასმა ჰაჯ ყასემ სოლეიმანმა თქვა: ჩვენ - თქვენი მოწინააღმდეგეები ვართ. ჩვენ - იმამ ჰუსეინის ხალხი ვართ. ჩვენ გელოდებით. ჩვენ - თქვენთვის ბრძოლის ველის ხალხი ვართ. მობრძანდით და ნახავთ, როგორ განადგურდება თქვენი ყველა შესაძლებლობა რეგიონში. იცოდეთ ეს: ირანის დამცველები დაუვიწყარ გაკვეთილს ჩაგიტარებენ“, - თქვა ღალიბაფმა.
Iranian Parliament Speaker WARNS Trump:
— iribnews | خبرگزاری صدا و سیما (@iribnews_irib) January 12, 2026
'We are the nation of Imam Hussein. We are WAITING. We're READY to face you
Come and see how ALL your resources in the region will be DESTROYED
Come and see what will happen to American bases, American ships, and American forces'#Iran pic.twitter.com/KehWwFVjF7
მისი თქმით, „ირანის მცველები ყველგან არიან“ და მეშჰადის დაცემის შესახებ მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.
„ირანი ომს არ ეძებს, მაგრამ სრულად მზადაა მისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში უცხოელი ელჩების წინაშე და დასძინა:
„ჩვენც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს სამართლიანი, თანაბარი უფლებებით და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული“.
მისი თქმით, ირანი „უკეთაა მომზადებული“, ვიდრე ივნისში ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს (როდესაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, როდესაც ისრაელი თითქმის ორი კვირის განმავლობაში ბომბავდა ირანს და როდესაც დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი) იყო.
📹 شکوه حضور مردم تهران در میدان انقلاب
— خبرگزاری تسنیم 🇮🇷 (@Tasnimnews_Fa) January 12, 2026
pic.twitter.com/WULl0RJPnT




