სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ირანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმების უახლოეს 24 საათის განმავლობაში ხელმოწერასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ, შესაძლოა, ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოეწეროს მომდევნო რამდენიმე დღეში.
„საჭიროა დაველოდოთ და ვნახოთ, როდის მოხდება ხელმოწერა, მაგრამ ეს ხვალ არ მოხდება“ - განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ისმაილ ბაღაიმ და დასძინა:
„არ არის გამორიცხული, რომ ეს მომდევნო რამდენიმე დღეში მოხდეს“.
ბაღაის თქმით, შეთანხმების ხელმოწერის თარიღის დასახელებისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან მეორე მხარე ყოყმანობს.




