ირანის სასამართლო აცხადებს, რომ ბრალდება არ წაუყენებიათ სტუდენტისთვის, რომელმაც თეირანის უნივერსიტეტში ამ თვის დასაწყისში ტანსაცმელი გაიხადა და საცვლებით გამოჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ის ავად იყო, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმე არ აღძრულა", — განაცხადა სასამართლოს სპიკერმა ასგარ ჯაჰანგირმა პრესკონფერენციაზე.

ნოემბრის დასაწყისში, ინტერნეტში გავრცელდა სტუდენტი ქალის კადრები, რომელმაც თეირანის ისლამურ აზადის უნივერსიტეტში ტანსაცმელი გაიხადა. მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც დაცვის თანამშრომლებმა ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის მისცეს შენიშვნა.

ლონდონში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ ქალი "ძალადობრივად დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ტანსაცმელი გაიხადა, პროტესტის ნიშნად უშიშროების ჩინოვნიკების მიერ ჰიჯაბის იძულების შემდეგ.