"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, 21 იანვარს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.

მისივე ცნობით, რეზოლუციას, რომლითაც "ევროპის სახალხო პარტია", მათ შორის "ქართული ოცნების" რიგი წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, კენჭს თებერვლის სესიაზე უყრიან.