რუსეთის აქტივების კონფისკაციის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

ვადეფულის თქმით, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს.

"ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია", – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვადეფულის თქმით, ევროკავშირმა შეძლო, ეპოვა ძალიან კარგი სათადარიგო ინსტრუმენტი – 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი და გააკრიტიკა უნგრეთის პოზიცია, რომელიც ამ ინიციატივას ბლოკავს.

"უნგრეთი ღალატობს საკუთარ ბრძოლას თავისუფლებისთვის", – აღნიშნა ვადეფულმა.