ორმა ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობის მილსადენებზე მონოპოლიის მქონე კომპანიამ, Transneft-მა 23 თებერვალს უკრაინული დრონების მიერ მნიშვნელოვან სატუმბ ობიექტზე იერიშის შემდეგ, სისტემაში ნედლი ნავთობის მიღება დღეში დაახლოებით 250 000 ბარელით შეამცირა.

Reuters წერს, რომ ამ შემცირებამ შესაძლოა რუსეთის ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები გაამწვავოს, იმ პირობებში როცა მოსკოვი, დასავლეთის გამკაცრებული სანქციების ფონზე, ნავთობით ვაჭრობა ისედაც უჭირს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის ნავთობის დარჩენილი ნაკადები ევროპისკენ, კერძოდ უნგრეთსა და სლოვაკეთში მდებარე გადამმუშავებელ ქარხნებში, იანვრის ბოლოდან ასევე შეჩერებულია.

Reuters-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში არსებული წყარო უყვება, რომ 23 თებერვალს უკრაინულმა დრონებმა ვოლგის რეგიონში, თათრეთში მდებარე მნიშვნელოვან კალეიკინოს სატუმბ სადგურს დაარტყეს, რომელიც "დრუჟბას" ნავთობსადენს ემსახურება, რომლითაც მოსკოვის ნედლი ნავთობი აღმოსავლეთ ევროპას მიეწოდება.

ერთ-ერთი წყარო გამოცემას უყვება, რომ Transneft-ის შემცირებებმა ძირითადად თათრეთში მოქმედ ნავთობის მწარმოებელ კომპანიაTatneft-ის მიწოდებებზე იმოქმედე.