ვოლოდიმირ ზელენსკი იქამდე ვერ ამტკიცებს, რომ წარმოადგენს უკრაინელი ხალხის ნებას, ვიდრე არ აღადგენს პრესის თავისუფლებას და არ შეწყვეტს არჩევნების გაუქმებას, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მასკი აზიარებს პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდრე ამერიკის პრეზიდენტს გააკრიტიკებს, არჩევნები უნდა ჩაატაროს.
„ამერიკაში, ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებს ყოველ ოთხ წელში ერთხელ ვატარებთ, ომის დროსაც კი. ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები სამოქალაქო ომის და მეორე მსოფლიო ომის დროს“, – წერია მასკის მიერ გაზიარებულ პოსტში.
Zelensky cannot claim to represent the will of the people of Ukraine unless he restores freedom of the press and stops canceling elections! https://t.co/bg2SEJgT47
— Elon Musk (@elonmusk) February 19, 2025