ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Tesla-ს აქციათა ფასების 2%-იანი ზრდის გავლენით, ხუთშაბათის მონაცემებით, მასკის ქონება $1.8 მილიარდით გაიზარდა და $210.4 მილიარდს მიაღწია. ბიზნესმენი ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში აქციათა 13%-ის მფლობელია.
ამერიკელმა მილიარდერმა რეიტინგში LVMH-ის თავმჯდომარეს, ბერნარ არნოს გადაასწრო და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა. ამჟამად მასკი $210.4 მილიარდის, ხოლო ფრანგი ბიზნესმენი $209.4 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს.
მომდევნო კვირაში Tesla აქციონერთა კრებას მართავს, სადაც მასკისთვის $50-მილიარდიანი ანაზღაურების პაკეტის აღდგენაზე იმსჯელებენ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომპანიაში მასკის წილი 13%-დან 22%-მდე გაიზრდება.