პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა მოჯტაბა ჰუსეინ ხამენეის, ამ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
წერილში სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი მოჯტაბა ჰუსეინ ხამენეის მამის, სეიედ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ისტორიულად ეფუძნებოდა ჩვენი ხალხების ნებას, რომლებიც კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებში ცხოვრობდნენ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებისთვის, რომლებიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას და ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიმართვაში.




