მრევლის გარეშე იყო ბზობის დღესასწაული იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. წირვა და სადღესასწაულო ლიტანიობა, მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ, მხოლოდ მღვდელმსახურებთან ერთად ჩაატარა. პირდაპირ ტრანსლაციას იერუსალიმის საპატრიარქო Facebook-ზე გადასცემდა.

მრევლის გარეშე, მხოლოდ მღვდელმსახურების თანდასწრებით აღავლინა სააღდგომო ლიტურგია იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმაც. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მორწმუნეები ომით გამოწვეული საფრთხის გამო, უსაფრთხოების მიზნით არ შეუშვეს.