ინფორმაციას ამის შესახებ japantimes ავრცელებს.

დღეს, იაპონიაში, ტოკიოდან 300 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, ისიკავას პრეფექტურაში, ნახევარკუნძულ ნოტოზე, ქალაქ სუძუს მახლობლად, მიწის ზედაპირიდან 12 კმ-ის სიღრმეში მოხდა მიწისძვრა მაგნიტუდით 6,2 (მიწისძვრის ინტენსივობა - მიწისძვრის ეფექტი დედამიწის ზედაპირზე - იაპონიაში გავრცელებული სინდოს სკალით 6,5 ბალით შეფასდა). 

მიწისძვრას ცუნამი არ მოჰყოლია. მეტეოროლოგიურმა სააგენტომ  ზღვის დონის 10 სმ-ით აწევა დააფიქსირა.


 
გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა ერთი კაცი, რომელიც კიბიდან გადმოვარდა და დაშავდა 22 კაცი. სუძუს სამაშველო სამსახურის ცნობით, დაზიანდა სამი სახლი.



ტიკიოს ელექტროენერგეტიკული ჰოლდინგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არც ისიკავას პრეფექტურაში და არც მიმდებარე ნიიგატას პრეფექტურაში ატომურ ელექტროსადგურებს პრობლემები არ შეჰქმნიათ.