იაპონია უკრაინას 37 მლნ. დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იაპონია თანხას უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილ NATO-ს ფონდში შეიტანს. ეს დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს გააუმჯობესოს სამხედრო აღჭურვილობა დრონების აღმომჩენი და გამანადგურებელი სისტემებით.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტით 7 იანვარს ჩავიდა პოლონეთიდან ისე, რომ წინასწარ ამ ვიზიტის შესახებ ცნობილი არ იყო. მან მოინახულა ბუჩაში დაღუპულების მემორიალი და შეხვედრა გამართა დმიტრო კულებასთან.