საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch - ის ექსპერტებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს ეხება.
ორგანიზაციის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ჩრდილოეთ კორეაში "არანებაყოფლობითი სქესობრივი კონტაქტები და სექსუალური ძალადობა" იმდენად ხშირია, რომ ეს ნორმად მიიჩნევა". „ჩრდილოეთ კორეაში სექსუალური ძალადობა ღია საიდუმლოებას წარმოადგენს. ეს ისეთი პრაქტიკა, რომელსაც არავის ებრძვის. თუ კიმ ჩენ ინის დიქტატურა მათ დუმილს არ დაურღვევს, ჩრდილოეთ კორეელ ქალთა ხმები გლობალური მოძრაობა Me Too-ს კამპანიაში გაჟღერდება", - განაცხადა Human Rights Watch - ის აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როტმა. ექსპერტებმა  54 ადამიანი გამოკითხეს, რომლებიც სექსუალური ძალადობის  მსხვერპლნი გახდნენ. მათ აღწერეს სექსუალური ძალადობის შემთხვევები მესაზღვრეების, პოლიციის ოფიცრების, პარტიის წარმომადგენლების, ციხის თანამშრომლების, ასევე გამომძიებლების, სახელმწიფო დაცვის ოფიცრების, სასამართლოების, პროკურორებისა და სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან. მაგალითად, ანგარიშში მოყვანილია 21 ქალი, რომლებიც სხეულით ვაჭრობდნენ. ქალები ამბობდენ, რომ ისინი პოლიციელებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მუშაობდნენ. ანგარიშის ავტორების განცხადებით, ხელისუფლება სრულყიფილ გამოძიებას არ ატარებს და სექსუალური ძალადობის ფაქტები გამოუძიებელია. ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს დაზარალებულთა დაცვასა და დახმარებას. Human Rights Watch - ის თანახმად, დაზარალებულ ქალებს არ აქვთ საკუთარი თავის დაცვის საშუალება და უმეტეს შემთხვევაში დუმილს არჩევენ.