აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "კონგრესის ორპარტიული ხელმძღვანელობა ქართველი ხალხის გვერდით დგას".
"კონგრესის ორპარტიული ხელმძღვანელობა ქართველი ხალხის გვერდით დგას, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას ძალადობისა და რეპრესიების პირობებში საკუთარი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის გადასარჩენად", - ნათქვამია განცხადებაში.
🇬🇪 Bipartisan congressional leadership stand with the Georgian people as they continue to struggle to save their democracy and Euro-Atlantic future in the face of violence and repression. pic.twitter.com/D5fAnFRO3b
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) December 12, 2024