ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ღაზას სექტორში მძევლად მყოფი სამი ისრაელელი ქალი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებს და მას მოუწოდებს, მათი გათავისუფლება უზრუნველყოს.
მძევლები პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ, რომ მან 7 ოქტომბრის თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა.
"ჰამასის" ვიდეოს საპასუხოდ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: "მივმართავ ომის დანაშაულების ჩამდენი "ჰამასის" მიერ გატაცებულ ლილანა ტროპანოვს, დანიელა ალონის და რიმონ კირშტს, ჩვენი გული თქვენთან და დანარჩენ გატაცებულებთანაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გატაცებულები და დაკარგულები სახლში დავაბრუნოთ."
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ "ჰამასის" ვიდეოს "სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა" უწოდა.