ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზაში ტერორისტების მიერ დაკავებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლით უფრო სავარაუდოა, რომ ტყვეების გათავისუფლება მოიპოვოს, ვიდრე პატიმართა გაცვლით.
როგორც მან განაცხადა, ყველა მძევლის „ჰამასის“ ყველა პატიმარზე გაცვლა შეუძლებელია.
მანამდე, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლების პირობა დაასახელა.
როგორც დაჯგუფების მიერ მართული გამოცემა "ალ-აქსა“ იუწყება, "ჰამასი" მზადაა გაათავისუფლოს 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს დატყვევებული მძევლები იმ პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.