აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ გრენლანდიას 100%-ით მიიღებს.
ნილსენის თქმით, შეერთებული შტატები ვერ მიიღებს კუნძულს.
„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს გრენლანდიას. მინდა, ნათლად განვაცხადო: ამერიკის შეერთებული შტატები ვერ მიიღებს გრენლანდიას. ჩვენ არ ვეკუთვნით სხვა ვინმეს. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს“, – წერს ნილსენი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ვიზიტით გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც ამერიკული ბაზა მოინახულა.
თარგმანი: პირველი არხი