სსრკ-ის პირველი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი აცხადებს, რომ საავადმყოფოში იმყოფება და წიგნზე მუშაობს. ამის შესახებ მან სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა.
"მე უკვე დიდი ხანია საავადმყოფოში ვარ. მაგრამ მცირედი შესაძლებლობით და მეგობრების დახმარებით ვმუშაობ", - განაცხადა გორბაჩოვმა. მან პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ახალ წიგნს გამოსცემს. ამა წლის მარტში მიხაილ გორბაჩოვი 88 წლის გახდა. გორბაჩოვი სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი იყო.  ასევე სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. იგი ასევე გორბაჩოვ-ფონდის დამფუძნებელია. მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები და წოდებები, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც გორბაჩოვმა 1990 წელს მიიღო.