ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გოლანის მაღლობზე არსებულ სამხედრო ბაზაზე, ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა და 24 დაიჭრა.
სამხედროების წინასწარი გამოძიების თანახმად, თავდასხმის დროს ერაყიდან ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. ერთი მათგანი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მეორე დაეცა გოლანის მაღლობზე მდებარე სამხედრო ბაზაზე.
გოლანის მაღლობზე მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სირენები ჩაირთო, როდესაც პირველი უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ისრაელის საჰაერო სივრცეში, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ მეორე დრონი აშკარად არ იქნა დროულად აღმოჩენილი და ბაზაზე მყოფმა ჯარისკაცებმა თავშესაფარში შესვლა ვერ მოასწრეს.