ისრაელის არმიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთა ევაკუაციის ვადა ექვსი საათით გაახანგრძლივა, ანუ 24 საათს, რომელიც ისრაელის სამხედროებმა მოსახლეობას პარასკევს დილით მისცეს, დაემატა 6 საათი.

ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსახლეობამ ჩრდილოეთ არეალების დატოვება დაიწყო.

ისრაელის თვითმფრინავებმა ღაზაში ჩამოყარეს ქაღალდები, რომელშიც მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ისრაელი ამ მოწოდებას იმით ხსნის, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ზოლში „ჰამასის“ გასანადგურებლად.