Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" პილოტები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, 48 საათით გაიფიცნენ.
დღეს დილიდან როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ავიალაინერების პილოტებმა რეისების განხორციელება შეწყვიტეს.
ავიაკომპანიის თანამშრომლები ხელფასების ზრდასა და უკეთეს საპენსიო პირობებს მოითხოვენ.
გერმანული მედიის ცნობით, გაფიცვა ყველაზე მეტად მიუნხენისა და ფრანკფურტის აეროპორტებს დააზარალებს. გაფიცვის შედეგად სავარაუდოდ დღიურად 300-მდე რეისი გაუქმდება.









