აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შავ ფერებში ხედავს: მაშინ ევროპა ვეღარ შეძლებს, დაეყრდნოს აშშ-ს, მაგალითად, როცა საქმე ეხება რუსული აგრესიის მოგერიებას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა ევროპაში აშშ-ის ჩართულობის გრძელვადიანი შედეგების შესახებ, თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება. ეს იქნება "კატასტროფა", - თქვა პისტორიუსმა ბერლინში.

მისი აზეით, თუ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელახლა აირჩევა, ეს "ბევრად უკეთესი" იქნება. თუმცა, ბაიდენის დროსაც კი, „შეიძლება მოსალოდნელი იყოს, რომ შეერთებული შტატები თავის ყურადღებას უფრო მეტად გადაიტანს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე“.

"თუ ამას გააკეთებენ, ალბათ ევროპის პოლიტიკაში ჩართულობის იგივე დონის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელებს NATO-ს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ". - თქვა პისტორიუსმა.

პისტორიუსმა თქვა, რომ ევროპის ქვეყნებმა შეიარაღების სფეროში თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ და ეს თანამშრომლობა თავსებადი სისტემების შექმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული.