გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მიუნხენის კონფერენციაზე ჯეი დი ვენსის გზავნილები შეაფასა.
მისი თქმით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის გზავნილები მიუღებელია.
„ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მთელი ევროპის დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მან ისაუბრა დემოკრატიის გაუქმებაზე და, თუ სწორად გავიგე, პირობები ევროპის ზოგიერთ ნაწილში ავტორიტარულ რეჟიმებს შეადარა. ბატონებო და ქალბატონებო, ეს მიუღებელია", – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ევროპისთვის მთავარიო საფრთხე არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ მისსავე შიგნითაა.