გერმანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
16 იანვარს, გერმანიაში სამართალდამცველებსა და ეკოაქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქვანახშირის მაღაროს გაფართოების მიზნით სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. თუმცა ეკოაქტივისტებმა ტერიტორია დაიკავეს და იქიდან წასვლას არ აპირებდნენ. აქციაში ცნობილი შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგიც მონაწილეობდა.
გერმანიის პოლიციამ ტერიტორიის გასუფთავების ოპერაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო, თუმცა აქტივისტების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რასაც რამდენიმე შეტაკება მოჰყვა. როგორც ეკოაქტივისტები აცხადებენ, ქვანახშირის მაღაროს არსებობა გერმანიის ბრძოლას სათბური აირების ემისიის შემცირებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაართულებს.