ამის შესახებ ინფორმაციას „ტაგესშაუ“ ავრცელებს.
გერმანია ისრაელში იმ სამხედრო ტექნიკის ექსპორტს აჩერებს, რომლის გამოყენებაც ღაზის სექტორში შეიძლება. კანცლერმა მერცმა ეს ნაბიჯი ისრაელის დაგეგმილი შეტევის გათვალისწინებით გამოაცხადა.
„ბოლო დღეებში გადადგმული სწორი ნაბიჯების შემდეგ, ისრაელმა უნდა გააგრძელოს ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის ყოვლისმომცველი და მდგრადი გაუმჯობესება“, გერმანიის მთავრობა „კატეგორიულად მოუწოდებს ისრაელის მთავრობას, არ გადადგას შემდგომი ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროს ანექსიისთვის“, - ნათქვამია კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებაში.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა ლარს კლინგბეილის თქმით, ისრაელისთვის იმ იარაღის მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ღაზას სექტორში გამოიყენებოდა, სწორია.
„ღაზაში ადამიანური ტანჯვა აუტანელია“. ისრაელის მთავრობას უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრება ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. „ამიტომ, ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში რაც შეიძლება სწრაფად და სრულად უნდა მიეწოდოს“. გერმანია სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს, მაგრამ არასწორ ნაბიჯები ასევე უნდა გამოაშკარავდეს, - თქვა კლინგბეილმა




