ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს.
ტერაქტიდან თითქმის 26 საათის შემდეგ დაკავებულია პირი, რომელმაც ქალაქ ზოლინგენში დანით სამი ადამიანი მოკლა და ცხრა დაჭრა.
„ბილდის" ინფორმაციით", წვიმისგან სველი და ჯერ კიდევ სისხლიანი მამაკაცი პოლიციელებთან მივიდა და უთხრა: „მე ის ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ". დანაშაულის ჩადენის შემდეგ, როგორც ჩანს, იგი იქვე ახლოს იმალებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 26 წლის სირიელი ისა ალ-ჰ. (26) გერმანიაში 2022 წელს ჩავიდა და ბილეფელდში თავშესაფარი მოითხოვა. იმის გამო, რომ ის იყო იმ ქვეყნიდან, სადაც სამოქალაქო ომია, მას ნება დართეს მისცეს დარჩენილიყო ქვეყანაში. იგი დანაშაულის ადგილთან ახლოს მდებარე ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა
გერმანული პრესა, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებული იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც მკვლელობა მათ მიერ იყო ორგანიზებული, წერს, რომ დაკავებული პირი აქამდე ისლამისტად არ აღიქმებოდა. ი