გერმანია უკრაინას "Leopard 1"-ების დამატებით რაოდენობას მიაწვდის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა RTL Direkt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ ყველა ტანკს, რომელიც ამჟამად მწყობრიდან გამოსულია, მაგრამ ივლისიდან გავზრდით Leopard 1 A5-ის მიწოდებას“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 100-ზე მეტი ასეთი ტანკის მიწოდება იგეგმება.