უკვე ცხრა ქვეყანაა მზად უკრაინას 150-ზე მეტი Leopard-ის ტანკი გადასცეს. ამის შესახებ, რამშტაინის ფორმატში ონლაინ შეხვედრის დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი გამოსვლის ტექსტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

"ქვეყნების კოალიცია, რომლებიც უკრაინას Leopard-ის ტანკებით უზრუნველყოფას დაჰპირდნენ, ზრდას აგრძელებს", - თქვა ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა შესანიშნავი ლიდერობა გამოავლინეს უკრაინისთვის საჭირო ძალებისა და საშუალებების შესაქმნელად, რათა ქვეყანამ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შექმნას "იმპულსი ბრძოლის ველზე."

2023 წლის იანვრის ბოლოს გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას Leopard 2-ის ძირითადი საბრძოლო ტანკები გადასცეს და სხვა ქვეყნებს მათი რეექსპორტის უფლება მისცა.

Leopard 2-ების გარდა, უკრაინა 14 Challenger 2-ს დიდი ბრიტანეთიდან და 31 Abrams-ს აშშ-დან მიიღებს.