გერმანია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ირანის საკონსულოებს ხურავს. მიზეზად ირანში ირანულ-გერმანული მოქალაქეობის მქონე პირის სიკვდილის დასჯა სახელდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიხურება ირანის 3 საკონსულო, რაც შეეხება გერმანიაში თეირანის საელჩოს, იგი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

"ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები დაბალზე უფრო ქვემო დონეზეა", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

გარდა ამისა, გერმანიამ ირანში თავისი ელჩი გაიწვია და საპროტესტო ნოტა გადასცა ბერლინში ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.