სლოვაკური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კიევს კონტრზომებით ემუქრება.

2025 წლის 1 იანვრის შემდეგ, როდესაც უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი უნდა შეწყდეს, სლოვაკეთის მთავრობა შეაფასებს სიტუაციას და უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღების შესაძლებლობას. საჭიროების შემთხვევაში, ის შეწყვეტს ელექტროენერგიის მიწოდებას, რაც უკრაინისთვის მწვავე საჭიროებას წარმოადგენს,  ან აირჩევს მოქმედების განსხვავებულ გზას. ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის  პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო დღეს პარასკევს სოციალურ მედიაში ატვირთულ ვიდეოში საუბრობს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ განაახლონ ხელშეკრულება რუსული ბუნებრივი გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის შესახებ, რომელსაც ვადა მომავალი წლის 1 იანვარს ეწურება. ამან გამოიწვია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გასულ კვირას, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე. მან ამ თემა  კვირას (22 დეკემბერს), მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილა.

ფიცოს თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება არის არა მხოლოდ უბრალო პოლიტიკური ჟესტი, არამედ უკიდურესად ძვირად ღირებული ჟესტი, რომლისთვისაც მთელი ევროკავშირი  გადაიხდის ფასს.

„ევროკავშირი გადაიხდის დაახლოებით 120 მილიარდ ევრო  გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების გამო (რუსულ გაზს ევროკავშირის ქვეყნები იყენებენ როგორც გათბობისთვის, ისე ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად - „აიპრესი") 2025 და 2026 წლებში. შემცირდება ჩვენი კონკურენტუნარიანობა. სლოვაკეთი დაკარგავს დაახლოებით ნახევარ მილიარდ ევროს სატრანზიტო გადასახადებში, უკრაინა დაკარგავს თითქმის მილიარდ ევროს, ხოლო რუსეთი სავარაუდოდ დაკარგავს მხოლოდ 2,5 მილიარდ ევროს. და ეს  რუსების დასჯაა?“  

გარდა სატრანზიტო გადასახადების დაკარგვისა, ასეთ ვითარებაში, ფიცოს თქმით, სლოვაკეთში გაზი გაძვირდება. უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ, სლოვაკეთი აღმოჩნდება მიწოდების ჯაჭვის არა დასაწყისში, არამედ  როგორც ადრე, დასავლეთიდან, სამხრეთიდან ან ჩრდილოეთიდან ალტერნატიული მარშრუტებით გაზის მიწოდებისას ხდებოდა. „მაგრამ ვის აინტერესებს სლოვაკეთი, ბატონო ზელენსკი, არა? თუმცა, როცა თავად გჭირდება რამე, რომ არ გაიყინო ზამთარში ყვირი: „ბოდიში“, - ამბობს ფიცო უკრაინის პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია გავითვალისწინოთ, ვინ სარგებლობს ყველაზე მეტად ევროკავშირის რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებით. „პასუხი ძალიან მარტივია, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატები“, - თქვა მან.

ამასთან, ფიკოს თქმით, რუსეთი კვლავ მზადაა გააგრძელოს გაზის მიწოდება ევროკავშირში 2025 წლის 1 იანვრის შემდეგაც. „ეს დადასტურდა არა მხოლოდ ვიცე-პრემიერ დენის საკოვის მოლაპარაკებებით პეტერბურგში, არამედ ჩემი შეხვედრით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან“, - დასძინა პრემიერმა.