რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გარილოვის განცხადებით, საჰაერო ფრენების აღდგენის გარდა, მნიშვნელოვანია რუსეთმა საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

"თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას უკრაინის პრობლემასთან მიმართებაში და მის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა გავრილოვმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ის ამბობს, რომ საქართველოში საელჩოსა და საკონსულო სამსახურების ხელახალი გახსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე, დაეხმარება რუსეთს, რომ საქართველოში ჩასულ მათ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს.

მისივე თქმით, ურთიერთობების განახლება ქვეყნებს შრის ვაჭრობასა და ტურიზმს გააძლიერებს.