რუსეთის მზარდი აგრესიისა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე მიმდინარე დებატების ფონზე, ZET Radio-მ პოლონელებს ჰკითხა, დაიცავდნენ თუ არა ისინი საკუთარ ნებაყოფლობით ომის რეალური საფრთხის შემთხვევაში. გამოკითხვის შედეგები შესაძლოა გასაკვირი იყოს. მონაცემები აჩვენებს, რომ მხოლოდ ყოველი მეხუთე პოლონელი აცხადებს, რომ აუცილებლად დაიცავდა საკუთარ ქვეყანას ნებაყოფლობით, - წერს პოლონური გამოცემა wiadomosci.dziennik-ი.

ომის შემთხვევაში ქვეყნის საკუთარი სურვილით დაცვის შესახებ პოლონელების მხოლოდ 20,7%-მა განაცხადა: დიახ, რა თქმა უნდა. ეს მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლებია და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ 24.1% ამბობს, რომ ალბათ ასე მოიქცეოდა, ეროვნულ თავდაცვაში აქტიური მონაწილეობის საერთო მხარდაჭერა მხოლოდ 44.8%-ია.

ეს ნიშნავს, რომ გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლები აცხადებს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შეიარაღებულ კონფლიქტში.  

იმ პოლონელთა რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სურთ იყვნენ შეიარაღებული კონფლიქტის აქტიური მონაწილეები, თითქმის ნახევარია. 

გამოკითხულთა 31.2%-მა უპასუხა „ალბათ არა“, ხოლო 17.9%-მა უპასუხა „რა თქმა უნდა არა“. ამრიგად, პოლონელების 49.1% აცხადებს, რომ არ სურს საკუთარი ქვეყნის დაცვა.

გამოკითხულთა 6.1%-ს არ ჰქონდა ჰქონდა ჩამოყალიბებული აზრი ან უპასუხა „არ ვიცი“.

გამოკითხვა ჩაატარა IBRiS მარკეტინგისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტმა 2025 წლის 13-14 სექტემბერს.