გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების დაკავება და იქ გაშენებული დასახლებები უკანონოდ ცნო. იუწყება Reuters.

დადგენილებაში მოთხოვნილია, რომ ისრაელმა ტერიტორია რაც შეიძლება მალე დატოვოს.

„ისრაელის დასახლებები დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში, ასევე მასთან ასოცირებული რეჟიმი შეიქმნა და ნარჩუნდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით“, – ნათქვამია 15 მოსამართლისგან შემდგარი პანელის დადგენილებაში.

სასამართლოს დადგენილებას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას „ფუნდამენტურად მცდარი“ და ცალმხრივი უწოდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ კი განაცხადა, რომ ებრაელი ხალხი თავის მიწაზე ოკუპანტი არ არის.

„ჰააგის სასამართლოს ვერცერთი ცრუ გადაწყვეტილება ვერ დაამახინჯებს ამ ისტორიულ სიმართლეს, ისევე როგორც ისრაელის დასახლებების კანონიერება ჩვენი სამშობლოს ყველა ტერიტორიაზე არ შეიძლება სადავო იყოს“, - განაცხადა  ნეთანიაჰუმ.

სასამართლოს დადგენილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ანგარიშგასაწევია ისრაელის მიმართ მხარდაჭერის შესუსტება შეუძლია.