გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ეგიდით ჩატარებული გამოძიებამ, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა უამრავი სამხედრო დანაშაული და შესაძლოა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.
მოხსენებაში სამხედრო დანაშაულებად მიჩნეულია მშვიდობიანი მოქალაქეების ძარცვის, წამებისა და მკვლელობის ეპიზოდები. ჰუმანიტარული ხასიათის პოტენციურ დანაშაულებად (ან დანაშაულებად კაცობრიობის წინააღმდეგ) დასახელებულია რუსეთის მიერ შუქის, გათბობისა და წყლის გარეშე ათასობით უკრაინელის დატოვება.
მოხსენების ავტორები ასევე აღნიშნავენ რამდენიმე აშკარა დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა აღნიშნავენ, რომ სულ მცირე მათ ნაწილს უკრაინის პროკურატურა იძიებს.
დოკუმენტი უნდა დაეხმაროს საერთაშორისო თანამეგობრობას დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემაში.