ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყანაში ვიზიტით მიიწვია.
მერცის თქმით, ის იპოვის გზას, რომ ნეთანიაჰუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე გერმანიაში არ დააკავონ. ამის შესახებ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ ტელეფონით ესაუბრა ნეთანიაჰუს და უთხრა მას, რომ „იპოვის გზებსა და საშუალებებს იმისთვის, რომ მან გერმანია მოინახულოს და უკან დაბრუნდეს დაკავების გარეშე“.
„მე აბსოლუტურად აბსურდულად მიმაჩნია იდეა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს არ შეუძლია გერმანიის მონახულება“, – განაცხადა მერცმა.
ნეთანიაჰუს ოფისმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერმა მიულოცა მერცს არჩევნებში გამარჯვება.
ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავებები ორდერები გასცა. მათ ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში ადანაშაულებენ.
თარგმანი: პირველი არხი