გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა კრემლის წინასწარ განზრახული პროვოკაცია იყო.

ამასთან, მისი თქმით, NATO-ს საჰაერო თავდაცვამ რეაგირება მოახდინა, თუმცა, არა იმდენად ეფექტურად, რამდენადაც საჭირო იყო საზღვრის ასეთი მასშტაბური დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

გერმანიის კანცლერის შეფასებით მომხდარმა აჩვენა, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სჭირდება.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპულმა საჰაერო თავდაცვამ, NATO-ს საჰაერო თავდაცვამ იმუშავა, რა თქმა უნდა, არა იმდენად კარგად, რამდენადაც საჭირო იყო, რათა შეეჩერებინა დრონების ასეთი რაოდენობის შეჭრა, ადრეულ ეტაპზე

ეს სერიოზული სიგნალია მოკავშირეებისთვის და უნდა გამოიწვიოს სიღრმისეული დისკუსია როგორც NATO-ს, ასევე ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვაპირებთ NATO-ს ევროპული ნაწილის თავდაცვის მზადყოფნისა და თავდაცვის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდას". - თქვა მერცმა.