ადამიანები, რომლებიც თავიანთ ფოტოებსა და ვიდეოებზე ინტენსიურად იყენებენ ე. წ ფოტო-ფილტრის ეფექტს იმყოფებიან "მოჩვენებითი კომფორტის" ზონაში და გარკვეულწილად ისინი განიცდიან "პიროვნული აშლილობის" სინდრომს, რაც მათი კომპლექსებიდან მოდის" - ასეთია კვლევითი ინსტიტუტების დასკვნა, რომლებმაც ფილტრზე დამოკიდებულება ფსიქიკურ დაავადებათა ნუსხაში შეიყვანეს.
ბოსტონის უნივერსიტეტის წამყვანი ქირურგები ფოტო და ვიდეო ფილტრების ინტენსიურ, ყოველდღიურ გამოყენებასთან დაკავშირებით საკმაოდ საყურადღებო კვლევას აქვეყნებენ.
"ცოტა ნარცისიზმი დასაშვებია და არავის აყენებს ზიანს, მაგრამ რაც შეეხება "ფილტრომანიას", ის სერიოზულ დარტყმას აყენებს ახალგაზრდების ( და არა მხოლოდ) ფსიქიკას და ხშირ შემთხვევაში იწვევს პიროვნულ აშლილობას, რომელიც ცნობილია "დისმორფობობიის" სახელით" - ვკითხულობთ სტატიაში.
პლასტიკურ ქირურგებს სულ უფრო ხშირად უხდებათ პაციენტების დარწმუნება იმაში, რომ შეუძლებელია მათი ისე გადაკეთება როგორებსაც ისინი თავიანთ თავებს "ფილტრებში" ხედავენ. საბოლოო ჯამში, ამ პაციენტების "გადაბარება" ფსიქოლოგ-ფსიქიატრებთან" მოხდა, რადგან სახეზე იყო პიროვნული აშლილობის სიმპტომები.
ბოსტონის უნივერსიტეტის წამყვანი დოქტორი, ნილამ ვაში აღნიშნავს, რომ "ფილტრი უქმნის ადამიანებს ირეალურ მოლოდინებს საკუთარ თავზე და სურთ წარმოაჩინონ ის, რომგორც ფანტასტიკური ვერსია. უფრო მეტიც, მათი მოთხოვნები იზრდება სხვების მიმართაც და სხვებისგანაც ითხოვენ მათზე ჰქონდეთ ირეალური წარმოდგენები.
ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური დეპარტამენტის მიხედვით ამ სახის პიროვნული აშლილობა მნიშვნელოვნად განსხვავდება კულტურული მოლოდინებისაგან, იწვევს დისტრესსა და აშლილობას, გარემოსთან შეუთავსებლობას;
პიროვნული აშლილობების ზოგადი კრიტერიუმები კი შემდეგია:
1. კოგნიცია (მაგალითად, საკუთარი თავის, სხვების და მოვლენების აღქმისა და ინტერპრეტირების თავისებურებები) - როდესაც პიროვნება რეალობას აღიქვამს ისე, როგორც მას აწყობს და არ აინტერესებს სინამდვილეში როგორაა.
2. აფექტი (მაგალითად, ემოციური რეაქციის სპექტრი, ინტენსივობა, ლაბილობა და შესაბამისობა)
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ექიმი იძლევა რჩევას, რომ ფილტრზე დამოკიდებულმა ადამიანებმა უნდა მიმართონ არა პლასტიკურ ამ ესთეტიკურ ქირურგებს, არამედ ფსიქიატრებს.
"ასეთ დროს ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ არა ქირურგიულ ჩარევას, რომელიც საერთოდ არ შეცვლის ამ დამოკიდებულებას, არამედ ფსიქიატრულ მკურნალობას"- წერს დოქტორი.
"როდესაც საკუთარ თავს რეალობაში ვუყურებ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, არა მხოლოდ მე, არამედ სხვებიც, რომლებსაც სინამდვილეში სულ სხვანაირი ვგონივარ" - ამბობს ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც მიიჩნევს, რომ ფილტრის გამოყენება ძალიან ცუდი იდეა იყო მისი მხრიდან.
საფრანგეთში აქტიურად დაიწყო საუბრები იმაზე, რომ ეს ძალიან ცუდ როლს თამაშობს მოზარდის ფსიქიკაზე მისი ჩამოყალიბების პერიოდში და ზოგადად, მიიჩნევენ, რომ ფილტრებს ძირითადად კომპლექსებით დახუნძლული ადამიანები იყენებენ. ისინი ამ დროს არ ფიქრობენ იმაზე, რომ შედეგი, ხშირ შემთხვევაში, მათთვის სასიამოვნო არ არის, პირიქით, ძალიან ხშირად, უკუეფექტი აქვს.
გლუვი სახის ფერი, გამორჩეულად თეთრი ფერის კბილები და სასურველი ტუჩები... ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ლამაზია, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფილტრებმა, შესაძლოა მოზარდებს დაუკარგოთ რეალობის აღქმა, რასაც შემდგომ ისინი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. საკმარისია, რეალობის წინაშე დადგნენ და ვინმემ ამაზე მიუთითოს, შეახსენოს რომ ის სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი, როგორც "გაფილტრული" ჩანს, მაშინვე დეპრესიაში ვარდებიან. პრობლემას ართულებს ისიც, რომ მათ ძალიან უჭირთ ამ "ცრუ კომფორტიდან" გამოსვლა.
ისინი ილამაზებენ ლოყებს, იკეთილშობილებენ სხეულის ნაწილებს, იმატებენ სიმაღლეს, იკლებენ წონას და იტყუებენ თავს... საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებულები რჩებიან თავადაც და მათი ინტერესის ობიექტებიც... მოვუსმინოთ, რას ჰყვება 15 წლის ლინა: ფილტრს ვიყენებ, ოღონდ ძალიან მცირე დოზით. ცოტათი ვიღიავებ სახეს და ვიფარავ დეფექტებს. არ ვიცი რატომ იცვლიან გარეგნობას ასე ძალიან, ამით ხომ ვერაფერს შეცვლიან?" - კითხულობს ის.
თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ფილტრზე დამოკიდებულება გადახრად ითვლება და მას სახელად "დისმორფოფობია" ჰქვია. ამ გადახრის სამედიცინო განმარტება კი ასეთია: "პაციენტის ღრმა რწმენა იმის შესახებ, რომ მისი სხეული დროთა განმავლობაში მახინჯდება, დეფორმირდება და მიუღებელი ხდება გარშემომყოფთათვის თავისი გარეგნული შესახედაობით.".
ერთ ერთი მოზარდი ჟურნალისტს უყვება, რომ ფილტრის გარეშე მისი ყოფნა სოციალურ ქსელში აზრს კარგავს: ფილტრი რომ აიკრძალოს, მე ფოტოს აღარ დავდებ ჩემს სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ არ მომწონს ჩემი სახის ფერი, არც ჩემი წარბები, არც ჩემი ტუჩები და არც აღნაგობა. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, რატომ არ არის ეს ფილტრი სულ ჩემთან ერთად?" - ამბობს ის.
რაც შეეხებათ უფროსებს მუდმივად ფილტრის გამოყენება მიუთითებს მათ კომპლექსებზე და როგორც სპეციალისტები ამბობენ, "აქედან გამოსვლა" არც ისე მარტივია