ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Forbes-ის სიაში 100 მილიარდ დოლარს 14 ადამიანის ქონების ღირებულება აჭარბებს.
სიაში პირველ ადგილს Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო იკავებს.
არნოს ქონება 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და დღეისთვის ის ჯამში 233 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილზეა Tesla-სა და Space X-ის მფლობელი ილონ მასკი. მისი ქონება 195 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2021 წლის ნოემბერში მასკი პირველი ადამიანი იყო, რომლის ქონებამაც 300 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამ დროისთვის, 14 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია ასე გამოიყურება:
ბერნარ არნო, $233 მილიარდი
ილონ მასკი, $195 მილიარდი
ჯეფ ბეზოსი, $194 მილიარდი
მარკ ცუკერბერგი, $177 მილიარდი
ლარი ელისონი, $141 მილიარდი
უორენ ბაფეტი, $133 მილიარდი
ბილ გეითსი, $128 მილიარდი
სტივ ბალმერი, $121 მილიარდი
მუკეშ ამბანი, $116 მილიარდი
ლარი ფეიჯი, $114 მილიარდი
სერგეი ბრინი, $110 მილიარდი
მაიკლ ბლუმბერგი, $106 მილიარდი
ამანჩიო ორტეგა, $103 მილიარდი
კარლოს სლიმ ჰელუ, $102 მილიარდი