ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს ეწურება მოთმინება რუსეთის ქმედებების გამო.
ამის შესახებ ალექსანდრ სტუბმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ფინეთის პრეზიდენტმა გაიხსენა ფლორიდაში, ტრამპთან გოლფის თამაშის დროს გამართული საუბარი და აღნიშნა, რომ შთაბეჭდილება დარჩა, ტრამპი მოთმინებადაკარგული ნამდვილად იყო.
„ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც აშშ-მა შესთავაზა – სრული, შემდეგ კი ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინამ მიიღო ეს, ევროპამ მხარი დაუჭირა და არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც ახალ პირობებს აყენებს, ტიპური რუსეთი. დიახ, ეს იყო მოუთმენლობისა და გარკვეული იმედგაცრუების ნაზავი“, – განაცხადა მან.
სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ თუ წარმოვიდგენთ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებს ნდობასა და უნდობლობას შორის, მაშინ, უდავოდ, რუსეთის ქმედებებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაამტკიცა, რომ უფრო მეტად უნდობლობისკენ იხრებიან.
თარგმანი: პირველი არხი