ფინეთი 18 ნოემბრის ღამეს რუსეთთან საზღვარზე ცხრიდან ოთხ გადასასვლელს დახურავს. კერძოდ, ვაალიმაას, ნუიამაას, იმატრასა და ნიირალას სასაზღვრო პუნქტებს, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იუწყება Reuters. აკრძალვა ძალაში მინიმუმ, თებერვლამდე იმოქმედებს.
სასაზღვრო პუნქტების დახურვა არის ფინეთის ხელისუფლების რეაქცია საზღვარზე რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაზე. 14 ნოემბერს ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა ისაუბრა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის განზრახვაზე.
ფინეთში საუბრობდნენ რუსი მესაზღვრეების მხრიდან შეცვლილ პრაქტიკაზე, რომ ისინი ახლა საზღვართან მისვლის ნებას რთავენ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საჭირო დოკუმენტები.
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ფონზე ქვეყნის მთავრობა რუსეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის შესაძლებლობას განიხილავდა.